ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი პეკინში შეხვებიან

პუბლიკა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში  ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შესახვედრად ჩავიდა.

CNN წერს, რომ შეხვედრის სავარაუდო მიზანს ახალი საერთაშორისო წესრიგის შესახებ მათი საერო ხედვების გაზიარება წარმოადგენს, რომელიც აშშ-ს და მისი დემოკრატიული მოკავშირეების დომინაციის დაკარგვას მოიაზრებს.

ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრა ჯო ბაიდენის ისრაელში გამგზავრების პარალელურად იგეგმება.

პუტინმა და სი ძინპინმა გააკრიტიკეს ისრაელის ქმედებები და მოუწოდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, რაც უპირისპირდება აშშ-ის პოლიტიკას, რომელიც აღიარებს ისრაელის უფლებას, პასუხი აგებინოს ჰამასს.

პუტინისა და სი ძინპინის უკანასკნელი შეხვედრა 2022 წელს გაიმართა. შეხვედრიდან სამ კვირაში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

ჩინეთში 140 ქვეყნის წარმომადგენელი სი ძინპინის გამართულ „სარტყელისა და გზის“ ფორუმზე შეიკრიბება.

აღნიშნული შეხვედრა „სარტყელისა და გზის“  ინიციატივის ათი წლის თავს უკავშირდება. ეს რიგით მესამე საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი იქნება.