„ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი გაიმარჯვებს აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში, ამან შესაძლოა არ დაასრულოს კონფლიქტი“, – ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვამ გუშინ, 10 მაისს განაცხადა.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა აშშ-ის სენატის მოსმენაზე განაცხადა, რომ პუტინი კვლავ აპირებს „მიაღწიოს თავის მიზნებს დონბასს მიღმა“, მაგრამ ის „ეჩეხება შეუსაბამობას მის ამბიციებსა და რუსეთის ამჟამინდელ სამხედრო შესაძლებლობებს შორის“, – თქვა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა.