ვლადიმირ პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს შეხვდნენ

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ჩრდილო კორეის დიქტატორს, კიმ ჩენ ინს რუსეთში, „ვასტოჩნი კოსმოდრომზე“ შეხვდა. „ვასტოჩნი კოსმოდრომი“ რუსული რაკეტების გაშვების ცენტრია და ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთში, ამურის პროვინციაში მდებარეობს.

რუსული მედიის ცნობით, შეხვედრა უკვე დასრულდა.

შეხვედრის დასრულებამდე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კიმი და პუტინი შეთანხმებებს ხელს არ მოაწერენ, თუმცა, განიხილავენ „სენსიტიურ საკითხებს, მაგალითად, სამხედრო ურთიერთქმედებებს“.

შეხვედრამ დახურულ კარსმიღმა ჩაიარა და საათზე მეტხანს გასტანა.

რუსეთსა და ჩრდილო კორეას შორის იარაღის შესახებ მოლაპარაკებებზე შეკითხვის პასუხად დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სრული სპექტრი გულისხმობს დიალოგსა და ურთიერთქმედებას ისეთ სენსიტიურ სფეროებში, როგორიცაა სამხედრო ურთიერთქმედება“.

„ყველა სხვა საკითხი ეხება მხოლოდ ჩვენს ორ სუვერენულ ქვეყანას. ეს საკითხები არ უნდა იყო რომელიმე მესამე სახელმწიფოს შეშფოთების საგანი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების საკეთილდღეოდ, მაგრამ არა ვინმეს წინააღმდეგ. ჩრდილო კორეა ჩვენი ახლო მეზობელია. და მიუხედავად კომენტარებისა, გარეშე პირების მხრიდან, ჩვენ ავაშენებთ ურთიერთობებს მეზობლებთან ყველასთვის ხელსაყრელი გზით”. – დასძინა პესკოვმა.

კიმ ჩენ ინი რუსეთში გუშინ, 12 სექტემბერს, თავისი მატარებლით ჩავიდა. მასთან ერთად არის მისი და, კიმ იო იონგი. კიმის დელეგაციაში შედიან ჩრდილო კორეის სახალხო არმიის მეთაური, რი პიონგ ჩოლი და საბრძოლო მრეწველობის დეპარტამენტის დირექტორი, ჯო ჩუნ რიონგი.

რუსეთს პუტინთან ერთად თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი წარმოადგენენ.