ვმათხოვრობ იმათ მაგივრად, ვინც შიმშილობს – ზურაბ ჯაფარიძე „საგანმანათლებლო აქციას“ მართავს

პუბლიკა

„ამ საგანმანათლებო აქციის მიზანი არის, რომ მე ვარ ყველა იმ ადამიანის ხმა, რომელიც დღეს შიმშილობს, არა მხოლოდ დღეს, არამედ, უკვე კარგა ხანია და გამოვედი და ვმათხოვრობ მათ მაგივრად“, – „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან „საგანმანათლებლო აქციას“ მართავს.

„მე მაქვს აკრძალული საპროტესტო აქციების გამართვა. ერთხელ გავმართე და დამაჯარიმეს და მეორე საპროტესტო აქციის გამართვაზე მემუქრება ციხე, ამიტომ გადავწყვიტე გავმართო „საგანმანათლებლო აქცია“ და ეს არის აქცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სხედან სახლში და აქვთ გარკვეული შემოსავალი, ხშირ შემთხვევაში, ბიჯეტიდან და არაფრით არ უგრძვნიათ პანდეემიისა და მთავრობის გადაწყვეტილებები საკუთარ თავზე, ან იმ ადამიანების, რომლებსაც აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ რამდენიმე თვე საკუთარი დანაზოგით გაატარონ პრობლემების გარეშე, მათ მინდა გავაგებინო, რომ ამ ქვეყანაში ადამიანების უდიდესი ნაწილი, სინამდვილეში, დღეს შიმშილობს და მათი დიდი ნაწილი, უბრალოდ, საკუთარ თავმოყვარეობას ვერ აბიჯებს და ვერ გამოდის და ვერ იწყებს მათხოვრობას“, –აცხადებს ჯაფარიძე „ტვ პირველის“ ეთერში.