„სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ამირან გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გადაყენება განიხილება.
„პუბლიკა” ინფორმაციის, გადასამოწმებლად ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა. კითხვაზე რას უპასუხებს მისი გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გვიპასუხა, რომ ის მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
„ვმუშაობ ჩვეულ რეჟიმში” – მოგვწერა ამირან გამყრელიძემ.