დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მუშაობენ საკითხზე, რომ ივლისიდან დიდ ქალაქებში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შეიქმნას მასობრივი აცრის ცენტრები, სადაც შესაძლებლობა იქნება დღეში 2000-4000 ადამიანი აცრან.
„ახლა ვმუშაობთ ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან დიზაინზე. ივლისიდან დიდ ქალაქებში, როგორიც არის: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი, გვინდა, რომ შეიქმნას მასობრივი აცრის ცენტრები, რომელთა გამტარიანობა დღეში იქნება 2000-4000 ადამიანი და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელი გახდება, როდესაც შესაბამისი მარაგი გვექნება. დღეს იცით, რომ მარაგი არის შეზღუდული, რადგან მსოფლიო ბაზარზე არის სერიოზული დეფიციტი, მაგრამ თანდათანობით ეს პროცესი სულ უფრო და უფრო იხვეწება. მსოფლიოში 560 მილიონი ადამიანია აცრილი, თუმცა ეს გახლავთ ჯერჯერობოთ მხოლოდ 3%“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.