ვმუშაობთ უსაფრთხოების აუციელბელ წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც საარჩევნო პროცესში იქნება შესასრულებელი - თალაკვაძე

პუბლიკა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, კორონავირუსის კონტექსტში, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელისუფლება უკვე მუშაობს იმ წესებსა თუ რეკომენდაციებზე, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება არჩევნების პროცესში.

„ხელისუფლება, ჩვენ უკვე ვმუშაობთ უსაფრთხოების იმ აუციელბელ წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც საარჩევნო პროცესში იქნება შესასრულებელი – იქნება სავალდებულო და იქნება რეკომენდირებული. ეს შეეხება როგორც საარჩევნო კამპანიას, ასევე შეეხება არჩევნების დღეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ცვლილებები წინასწარ გახდება ცნობილი ოპოზიციისთვის და პოლიტიკური ჯგუფებისთვის.

„შევიმუშავებთ წესების ისეთ პაკეტს, რომელიც არ შეზღუდვას საარჩევნო აქტივობას, არ შეუზღუდავს პოლიტიკურ პარტიებს კამპანიის ჩატარებას, მაგრამ კამპანიას და არჩევნების დღეს გახდის ბევრად დაცულს ვირუსის გადადების თვალსაზრისით”, – განაცხადა თალაკვაძემ.