ვოლოდიმერ ზელენსკი ნორვეგიის სტორტინგის პრეზიდენტს შეხვდა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ვიზიტით მყოფ ნორვეგიის სტორტინგის პრეზიდენტს შეხვდა. ინფორმაციას ზელენსკის ოფისი ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით ზელენსკიმ ნორვეგიის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე მისი ქვეყნის პარლამენტში გამოსვლის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციის თანახმად, მასუდ გარაჰანმა აღნიშნა, რომ მისთვის პატივია უკრაინაში ვიზიტი და რომ ზელენსკის პარლამენტში გამოსვლა ისტორიული იყო.

„დღეს ჩემი ქვეყანა აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც ჩვენ შევძელით დემოკრატიის და დამოუკიდებლობის აღდგენა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. სამწუხაროდ, დღეს თქვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ განიცდის აგრესიას და ძალადობას“, – განაცხადა ნორვეგიის სტორტინგის პრეზიდენტმა, რომელმაც უკრაინას ნორვეგიის თანადგომა დაუდასტურა.

ზელენსკის ოფისის ცნობით, მასუდ გარაჰანზე შთაბეჭდილება მოახდინა ირპენში, ბუჩასა და კიევის რეგიონში რუსეთის ოკუპაციის შედეგებმა.