ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინშია - ის მონაწილეობას მიიღებს ტრამპთან დაგეგმილ ვიდეოკონფერენციაში

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში იმყოფება. ის დღეს შეხვდება გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს და ვიდეოკონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს, ევროპელ ლიდერებსა და ნატოს გენერალური მდივანს შორის გაიმართება. ვიდეოკონფერენცია ტარდება დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის პარასკევს დაგეგმილ შეხვედრამდე.

მოლაპარაკებების შემდეგ გერმანიის კანცლერი და უკრაინის პრეზიდენტი ბერლინში პრესკონფერენციას გამართავენ.

უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პარტნიორებთან ოცდაათზე მეტი საუბარი და კონსულტაცია გაიმართა.

„ეს ომი უნდა დასრულდეს. სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს. უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების გამოცდილების გამოყენება უნდა მოხდეს რუსეთის მიერ მოტყუების თავიდან ასაცილებლად. ამჟამად არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსები ომის დასრულებისთვის ემზადებიან.

ჩვენ კოორდინირებულ ძალისხმევას და ერთობლივ ქმედებებს – უკრაინის, შეერთებული შტატების, ევროპისა და ყველა იმ ქვეყნის, რომელიც მშვიდობისკენ ისწრაფვის – ნამდვილად შეუძლია აიძულოს რუსეთი დაამყაროს მშვიდობა“, – დაწერა ზელენსკიმ.