უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა. მას დაუნინგ სტრიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დახვდა.
მათ ჟურნალისტების კითხვებისთვის არ უპასუხიათ.
მოლაპარაკებები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში იმართება და ის ფოკუსირებული იქნება უკრაინაში ომზე.
სტრამერი და ზელენსკი ხვდებიან პარასკევს ალასკაში აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შორის დაგეგმილ სამიტამდე ერთი დღით ადრე.
გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტთან გამართულ ვიდეოკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც უკრაინას ეხება, უნდა განიხილებოდეს უკრაინასთან ერთად. როგორც პრესკონფერენციაზე მედიისთვის გახდა ცნობილი, ლიდერები თანხმდებიან, რომ მოლაპარაკებებამდე ცეცხლის შეწყვეტა უნდა იქნეს მიღწეული.