უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. ამ წუთებში, თეთრ სახლში პრეზიდენტებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
ზელენსკიმ „ფეისბუქის” პირად გვერდზე გავრცელებული განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინასა და აშშ-ის შორის ორმხრივ თანამშრომლობას განიხილავს.
„დღეს მე ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს მათი ასე საჭირო დახმარებისთვის. და ასევე, რათა გავაგრძელოთ თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვების დასაახლოვლებლად. მოლაპარაკებების რამდენიმე სერიას გავმართავ, რათა უკრაინის გამძლეობა და თავდაცვის შესაძლებლობები გავაძლიეროთ. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ის შორის ორმხრივ თანამშრომლობას.
მომავალ წელს ჩვენ უნდა დავუბრუნოთ უკრაინის დროშა და თავისუფლება ჩვენს მთლიან მიწას, ყველა ჩვენს ხალხს”, – წერს ზელენსკი.
კონგრესი ემზადება კენჭისყრისთვის მასშტაბურ ხარჯებზე, რომლებიც მოიცავს უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფას.
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, 2021 წლის თებერვლიდან დღემდე ზელენსკის პირველი ვიზიტია ქვეყნის გარეთ. მას უკრაინა ამ პერიოდის განმავლობაში არ დაუტოვებია.