ასობით რუსული ტანკი, საბარგო მანქანა და სამხედრო ტექნიკა კიევისკენ მიემართება. კოლონის სიგრძე 5 კილომეტრს აღემატება.
დღეს გადაღებულ სატელიტურ ფოტოებს კომპანია „მაქსარ-ტექნოლოგიები“ ავრცელებს. გადაღების მომენტში ტანკები კიევიდან დაახლოებით 64 კილომეტრში იყვნენ.
ამავდროულად ბიბისი ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა უახლოეს საათებში ბრძიოლებში ბელარუსული ძალები ჩაერთონ.