„მივესალმები თამაზ მეჭიაურის ინიციატივას თიანეთში კოალიციური მმართველობის შესახებ. ვთვლი, რომ სწორედ კოალიციური შეთანხმებებით მიიღწევა საუკეთესო გადაწყვეტილებები ქვეყნის და ადგილობრივ პოლიტიკაში”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ილია არჩემაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, თანხმდება წინადადებას კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების შესახებ და მეორე ტურში მხარს თამარ მეჭიაურს უჭერს.
„ჩემს გუნდთან ერთად განვიხილეთ შემოთავაზებული წინადადება თიანეთში კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების შესახებ და ვთანხმდებით მივიღოთ მონაწილეობა რაიონის ერთობლივ მართვაში.
თიანეთის „ნაციონალური მოძრაობის” ოფისი და ჩვენი ამომრჩეველი მხარს ვუჭერთ მეორე ტურში თამაზ მეჭიაურის და ჩვენი ოპოზიციური კოალიციის გამარჯვებას!
რაც შემეხება მე, არაერთხელ ვთქვი, რომ ჩემი თვითმიზანი არ არის რომელიმე თანამდებობის მიღება, ჩემ საქმეს, რომ თიანეთი განვითარდეს და აქ ადამიანებმა უკეთესი ცხოვრება შეძლონ, ვაკეთებდი და გავაკეთებ ყოველთვის”, – წერს ის facebook-ზე.
თიანეთის თვითმმართველ თემში მეორე ტური დაინიშნა. პირველ ტურში მერის არჩევნებში „ოცნების” კანდიდატმა ლევან წიკლაურმა 43.2% აიღო, მეჭიაურმა 30.9%, „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ილია არჩემაშვილმა 18%.