საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს ტრაგედიის გამო უსამძიმრებს.
„დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს,“ – წერს ზურაბიშვილი.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლებმა გაავრცელეს.