„ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია“ - ილია II ბათუმის ტრაგედიაზე

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქო ილია მეორის წერილს აქვეყნებს. პატრიარქი წერილში ბათუმში მომხდარზე მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

„დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა.

გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით“, – აღნიშნულია წერილში.

8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი. ნგრევას ცოცხლად გადაურჩა 37 წლის კაცი, რომელიც ამ დროისთვის ადგილობრივ კლინიკაში მკურნალობს. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.