„პენიტენციურ სისტემას აქვს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება, იქ აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება, ვუსურვებ ჯანმრთელობას და მალე მოსვლას გონებაზე, თუ დაკარგა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.
ბექა დავითულიანი ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება თავად მიხეილ სააკაშვილისა და პენიტენციური სისტემის, როგორც პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი უწყების პასუხისმგებლობაა.
მისივე თქმით, პენიტენციური ვალდებულია, ყველა ღონისძიება გაატაროს იმისთვის, რომ პატიმრის ჯნმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს.
„პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე, რომ დამნაშავემ სასჯელი უნდა მოიხადოს, გაუგებარია, როგორ უნდა აიღოს რომელიმე პარტიამ“, – განაცხადა დავითულიანმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ბექა ბასილაია, რომელმაც ახლახანს დატოვა გლდანის მე-18 სამკურნალო პენიტენციური დაწესებულება, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგა.