საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია და პარტნიორი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინა იბრძვის ყველა ჩვენგანის თავისუფლებისთვის და უკრაინისთვის ბრძოლა დღეს საქართველოსთვის ბრძოლაა.
„უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია და საქართველოს სათავგასავლო ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები:
გამოვხატავთ მზადყოფნას ჩავერთოთ ჰუმანიტარულ მისიებში;
ვწყვეტთ რუსეთის ფედერაციის ტურისტების მომსახურებას;
მივმართავთ რუს გამყოლებს – არ ჩამოხვიდეთ! ახლა არ არის ტურიზმის დრო. გაერთიანდით და შეაჩერეთ პუტინი;
როგორც სრულუფლებიანი წევრი, მივმართავთ სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციას და მის წევრ ქვეყნებს – შევაჩეროთ რუსეთის სამთო გამყოლთა ასოციაციის წევრობის სტატუსი! ჩვენი ქმედებები არ არის გამიზნული რუსი ხალხის წინააღმდეგ ვინც თვადაც ამ ბარბაროსობის მსხვერპლია. თუმცა, კეთილი ნების ადამიანები მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთში, ახლა უნდა გაერთიანდნენ პუტინის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას უერთდებიან: სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა ABK
MTA სვერის სათავგადასავლო ბანაკი