პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის კრიტიკის პასუხად, თუ რატომ უნდა დასახელდეს სახალხო დამცველის არჩევისას 7 კანდიდატი, განმარტავს, რომ მხოლოდ ერთ კანდიდატზე შეთანხმებისას ოპოზიცია უმრავლესობის გვირაბში მოქცევას შეეცდება და არჩევანის უფლებას არ დაუტოვებს.
„რატომ 7? – ეს მგონია, რომ ცხადი საკითხია. ვთქვით თავიდანვე, რომ ომბუდსმენის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ კანდიდატი და საბოლოო ჯამში ომბუდსმენი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის. დიახაც, ოპოზიცია ერთ კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს და მერე მხარი იმას დავუჭიროთ. დიახაც, ამას ვზღუდავთ! ეს არ უნდა იყოს რომ, უმრავლესობა მოაქციოთ გვირაბში და შემდეგ თუ იმ კანდიდატურას არ დაეთანხმება, თქვათ, რომ უმრავლესობა არ ეთანხმება. არ არის ეს ასე. ჩემი ნეგატიური პოზიცია არაერთხელ მითქვამს კვალიფიციურ უმრავლესობასთან დაკავშირებით, რეალობაში ეს კვალიფიციური უმრავლესობა არის არა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თანაბრად მისაღები კანდიდატები იქნეს შერჩეული, არამედ, პრაქტიკაში ამას მივყავართ იქამდე, რომ უმრავლესობა იძულებული გახადოს დაეთანხმოს უმცირესობის კანდიდატს.
ჩვენ ვთქვით, რომ უარს ამბობს უმრავლესობა თავისი კანდიდატის დასახელებაზე ამის საპირისპიროდ, არ გვინდა მივცეთ უმცირესობას იმის შესაძლებლობა, რომ მან გვირაბში მოაქციოს უმრავლესობა, საიდანაც ერთი გამოსავალია, მათ შორის ზეგავლენა მოახდინოს პარლამენტში სხვა წევრებზე. ამიტომაც მინიმუმ 7 კანდიდატი, რადგან უმრავლესობას ჰქონდეს არჩევანი და საბოლოო ჯამში მისაღები. ერთ კანდიდატზე უმრავლესობის დათანხმება ზუსტადაც არადემოკრატიულია. გამოდის, რომ უმცირესობა თავს ახვევს თავის აზრს უმრავლესობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.