ვარკვეთილში „ანას ბაღის” დასაცავად გამართულ აქციაზე ადგილობრივი მოსახლეობას, მათ მხარდამჭერებსა და კომპანიის წარმომადგენელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„წადი, წადი”, – ასე მიმართავდნენ სკვერის მომიჯნავედ კორპუსის აშენების მოწინააღმდეგეები კომპანია „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის” წარმომადგენელს გიორგი ბენაშვილს.
მოსახლეობის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია ბენაშვილის განცხადებამ, რომ „ანას ბაღის” დასაცავად აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის” პარტაქტივი და „პარტიზანი მებაღეების” მიერ მიყვანილი ხალხია.
დღეს ვარკეთილში „ანას ბაღის” დასაცავად მოსახლეობა კვლავ შეიკრიბა. მათ მხარდასაჭერად მოსახლეობა სხვადასხვა უბნიდან მივიდა.
მოსახლეობა შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ მიერ სკვერის მომიჯნავედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.