„წადი, წადი" - ნამოხვანში ხმაურია. ENKA-მ სამუშაოები განაახლა

პუბლიკა

ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპნიამ ENKA-მ სამუშაოები განაახლა. მოსახლეობა სამუშაოების განახლებას აპროტესტებს და საპროექტო ტერიროტიაზე იკრიბება. მობილიზებულია პოლიციაც.

„წადი, წადი. მაინც არ გამუშავებთ” – ისმის შეძახილები.

დღეს სოფელში ENKA-ს ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე ჩავიდა. ლომინაძემ მოსახლეობას უთხრა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები განახლდებოდა. რაც შეეხება ძირითად ობიექტებს, კერძოდ კაშხალსა და წყალსაცავს, მისი თქმით, მათი მშენებლობა მაშინ დაიწყება, როდესაც მოხდება არსებული კვლევების ვერიფიკაცია.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” მოთხოვნებია:

  • „გაუქმდეს განკარგულება, რის საფუძველზეც, კომპანია „ენკას” საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა.
  • გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • კომპანია „ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა”.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა”;