იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოდიხართ, საზღვარზე ექიმი გადაწყვეტს სავალდებულო კარანტინში მოთავსდებით თუ გაგეწევათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია.
ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს.
მანამდე, მთავრობის ადმინიტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქე ვალდებულია გაიაროს 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა. რაც, როგორც მადმინისტრაციაში განგვიმარტეს, სახელმწიფოს მიერ მომზადებულ საკარანტინო სივრცეში ორკვირიან მოთავსებას გულისხმობდა.
თუმცა ჯანდაცვის სამინიტრომ მოგვიანებით განმარტა, რომ კარანტინში განთავსება ყველა მოქალაქეს არ ეხება და ამ გადაწყვეტილებას ექიმები მიიღებენ.