წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ენმ-ის მერობის კანდიდატი ლიდერობს

პუბლიკა

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის მერობის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლიდერობს.

ცესკოს მიხედვით, დათვლილია უბნების 27.586%, აქედან:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ მიიღო 57,506%;
  • „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გოგა გულორდავამ კი – 42,494%.

ამ ეტაპზე წალენჯიხა ერთადერთი თვითმმართველი თემია, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლიდერობს.


თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 თვითმმართველ თემსა და 24 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 1 025 406-მა მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49,09%-ია.