წალენჯიხაში კაცის დაჭრის საქმეზე, გამოძიება პოლიციელის წინააღმდეგ დაიწყო - საგამოძიებო სამსახური

პუბლიკა

წალენჯიხაში კაცის დაჭრის საქმეზე, გამოძიება პოლიციელის წინააღმდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმადაიწყო.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წალენჯიხაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ ყოფით ნიადაგზე, მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.