წალენჯიხაში პოლიციელებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა- ტელეკომპანია „მთავარი“

პუბლიკა

წალენჯიხაში პოლიციელებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში მომხდარ შიარაღებულ  დაპირისპრებაში 3 სამართალდამცველი მონაწილეობდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც „პუბლიკას“ პროკურატურაში განუცხადეს, დაკავებულია ერთი პოლიციელი და  გამოძიება სს კოდექსის 19.108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.