წალკაში ტექნიკური მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, დაიღუპა 1 ადამიანი

პუბლიკა

წალკაში ტექნიკური მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, რის შედეგადაც ტექნიკური ჯგუფის ერთი წევრი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.