Walmart-ის განცხადებით, ზედატანის სამოსზე მოთხოვნა გაიზარდა, ქვედაბოლოზე - არა

პუბლიკა

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე ადამიანები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. ოფისში დასაქმებულთათვის ონლაინკონფერენციები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ვებკამერაში კი თანამშრომლები მხოლოდ წელს ზემოთ ჩანან. უმსხვილესი ამერიკული კორპორაცია Walmart აცხადებს, რომ გაზრდილია მაისურების, პერანგებისა და კოფთების გაყიდვა, შარვლებსა და კაბებზე კი მოთხოვნა არ გაზრდილა.

„ონლაინკონფერენციებისა და Zoom-ის გამო, ზედატანის სამოსზე მოთხოვნა გაიზარდა, ქვედაბოლოზე კი – არა… ახალი ცხოვრების წესთან შეჩევევასთან ერთად, ამ ქცევის გარდაქმნაც გაგრძელდება“, – აცხადებს კომპანიის ვიცეპრეზიდენტი.

Walmart-ის წარმომადგენელი CNN-თან ამბობს, რომ სხვა ქვეყნებში, შესაძლოა, ასე არ ხდებოდეს, რადგან კომპანიის სტატისტიკა მხოლოდ აშშ-ს ეხება.