„წამზომი ჩართულია" - ოპოზიციამ ხელისუფლებას 3 მოთხოვნა წაუყენა

პუბლიკა

ვითხოვთ ხელახალ და თავისუფალ არჩევნებს.

უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით.

ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გამოშვებული.

ეს არის ის მოთხოვნები რაც ოპოზიციამ ხელისუფლებას წაუყენა.

„წამზომი ჩართულია და ამ დრომდე ივანიშვილს აქვს დრო, გამოვიდეს და ამ საკითხებზე, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ელაპარაკოს ხალხს”, – თქვა ხოშტარიამ.

ოპოზიციური პარტიების მიმართვა წაიკითხა ელენე ხოშტარიამ. მისი თქმით, ოპოზიციური ძალები მიიჩნევენ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე და ერთობლივ დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი.