რუსეთის ხელისუფლების მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის, ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ, BBC-ის ცნობით, რუსეთში რიგითი მოქალაქეებისა და საჯარო პირების მოსაზრებები გაიყო. ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულმა ბიურომ რუსეთში, კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანებს ჰკითხა, რას ფიქრობენ რუსეთის ამ ნაბიჯზე. მათ შორის – მსახიობსა და რუსეთის სახალხო არტისტს, ლია ახეჯაკოვასაც.
„ვფიქრობ, რაღაც გამოუსწორებელი რამ მოხდა. ეს მთელი მსოფლიოსათვის ომის გამოცხადებას ჰგავს. ეს რაღაც წარმოუდგენელია, წარმოუდგენელია თავისი არათანმიმდევრულობითა და უზნეობით. შედეგები ძალიან მძიმე იქნება. როცა ქვეყნის მიზანი მოქალაქეთა კეთილდღეობა და ეკონომიკის განვითარება კი არ არის, არამედ ვიღაც სამხედროების განზრახვის შესრულება, ეს საშინელებაა“, – განაცხადა ახეჯაკოვამ.