გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ დაწყებულ „ბორდერიზაციას“ გამოეხმაურა.
„რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოში „საზღვრების“ აღმართვა მხოლოდ დესტაბილიზაციასა და ვითარების გართულებას უწყობს ხელს. წარმოუდგენელია, რომ პანდემიის დროს მათი მიზანი არა თანაგრძნობა და შერიგება, არამედ განსაცდელის მოტანა და დაყოფაა“, – წერს მაკენზი სმიტი Twitter-ზე.
რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მხრიდან #საქართველო|ში “საზღვრების” აღმართვა მხოლოდ დესტაბილიზაციასა და ვითარების გართულებას უწყობს ხელს. წარმოუდგენელია, რომ პანდემიის დროს მათი მიზანი არა თანაგრძნობა და შერიგებაა, არამედ განსაცდელის მოტანა და დაყოფაა.
— Justin McKenzieSmith (@JustinMcKenzieS) April 18, 2020
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ქარელის რაიონში უკანონო „ბორდერიზაცია“ 17 აპრილს დაიწყეს. „ბორდერიზაციას“ გამოეხმაურნენ და დაგმეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.