წარმოვადგენ „ქართულ ოცნებას“ და მინდა, ჩემი რესურსი, კავშირები და შესაძლებლობები გამოვიყენო - სანიკიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-13 ნომერმა, კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა, რომ „ოცნების“ სიაში მისი მოხვედრა ახალი გამოწვევაა და სურს, მისი რესურსი და კავშირები საქართველოს წარმატებას მოახმაროს.

„ჩემი სპორტული კარიერის დამთავრების შემდეგ ეს არის ჩემთვის ახალი გამოწვევა. მე დაახლოებით 15 წლის მანძილზე ვიბრძოდი და ვიცავდი ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსებას. დღეს უკვე წარმოვადგენ ქართულ ოცნებას და მინდა ჩემი რესურსი, კავშირები და შესაძლებლობები გამოვიყენო, რომ ქართულ ოცნებასთან ერთად ვიბრძოლო საქართველოს წარმატებისთვის“, – განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.

„ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის მე-13 ნომერი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძეა, – დღეს პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სიის პირველი ოცეული დაასახელა. მე-16 ნომრად კი პარტიამ მორაგბე დავით კაჭარავა წარადგინა, რომელმაც სპორტული კარიერა ორი დღის წინ დაასრულა.