„Welcome“-კახა ოქრიაშვილი ალეკო ელისაშვილის აქციისთვის ბანერებით მოემზადა

პუბლიკა

დღეს, დმანისში, ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობა“ აქციას გამართავს კამპანიის ფარგლებში „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“. აქცია დმანისის ბაზარში გაიმართება და  წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის  კახა ოქრიაშვილის საქმიანობას შეეხება.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი აქციისთვის ბანერებით მოემზადა. დმანისის შესასვლელში აქციის მონაწილეებს ბანერი დახვდებათ წარწერით: „კეთილი იყოს ოპოზიციიის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში. კახა ოქრიაშვილი“.

დმანისის ბაზარში ასევე გაკრულია პლაკატები წარწერით: „Welcome, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ალეკო“. ფოტოებს 1tv.ge აქვეყნებს. ალეკო ელისაშვილი და „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრები უკვე დმანისში არიან.