წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება - პრემიერი

პუბლიკა

„წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება, რაც გააუმჯობესებს, როგორც სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს, ისე პირველადი ჯანდაცვის სერვისებს“, – ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა.

ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება სოფლის ამბულატორიების აღჭურვა. განკარგულებას, რომლის საფუძველზეც სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა განხორციელდება, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება.

„ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება, რაც გააუმჯობესებს, როგორც სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს, ისე პირველადი ჯანდაცვის სერვისებს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.