წელს პრაიდის კვირეული დახურული ღონისძიებებით აღინიშნება - Tbilisi Pride

პუბლიკა

„თბილისი პრაიდის კვირეული წელს თბილისში დახურული ღონისძიებებით აღინიშნება”, –  ამის შესახებ ინფორმაცია „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, წლევანდელი კვირეულის სლოგანი იქნება „სიყვარულს ვერ დაამარცხებ”.

Tbilisi Pride-ში ამბობენ, რომ კვირეულის ფარგლებში იგეგმება პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური შინაარსის დახურული ღონისძიებები, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია და პრაიდის ფესტივალი.

„პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა. პრაიდის კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარმოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას.

გვჯერა, რომ 2023 წლის თბილისი პრაიდის კვირეულის ჩატარები:

  • გავაძლიერებთ თემს;
  • ავამაღლებთ საზოგადოების ცნობიერებას;
  • უფრო აქტიურად მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას;
  • შემოვიკრებთ მხარდამჭერებს სხვადასხვა სფეროდან;
  • წარმოვაჩენთ ლგბტქი კულტურასა და ისტორიას.” – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

თბილისი პრაიდის კვირეული 1-8 ივლისს გაიმართება.