2023 წლის თბილისობა 30 სექტემბერიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მერია დღესასწაულის აღსანიშნად 3 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს.
უწყებამ 3 140 175 ლარის მომსახურების შეძენაზე გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.
მერიის განმარტებით, დაგეგმილ ღონისძიებათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევარია, ამასთან, „ზემოაღნიშნული აქტივობების მიმდინარეობის პარალელურად, იკვეთება კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის საკითხები, რაც თავის მხრივ, დროში შეზღუდვას იწვევს.“
თბილისობის ღონისძიებები გაიმართება ორბელიანზე, რიყის პარკში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში. დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და გასართობი წარმოდგენა, მათ შორის მიუზიკლი „მამმა მია“, გამოფენები და ა.შ.