წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები

პუბლიკა

თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში შეიარაღებული პირი იმყოფება.

ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, კონკრეტულად რა სახის საპოლიციო ღონისძიება ტარდება.

მეტი ინფორმაციის მისაღებად „პუბლიკა“ დაუკავშირდა შსს-ს, სადაც გვითხრეს, რომ განმარტებებს მალე ადგილზე გააკეთებენ.

დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.