დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს რეგიონებში შეინიშნება კლასტერული ეპიდაფეთქებები – „აჭარა ტექსტილში“, კასპის რაიონში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში.
მისივე თქმით, ამ შემთხვევებში იგეგმება წერტილოვანი შეზღუდვები.
„წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება იმ სოფლებში, რომელიც მე დაგისახელეთ – ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში [გვაქვს შემთხვევები], ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებულ სოფლებში, ასევე, „აჭარა ტექსტილში”, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, გვაქვს 88-მდე შემთხვევა. რა თქმა უნდა, წერტილოვანი შეზღუდვები ყველგან, აქ იგეგმება და ტარდება”, – განაცხადა მან.
შეკითხვაზე, რა ტიპის წერტილოვან შეზღუდვებზე იქნება საუბარი რეგიონებში, გამყრელიძე პასუხობს, რომ „იმ სოფლის ჩაკეტვა, მაგალითად, და გამოკვლევა”.