წესიერად მოიქცეს თორემ დავუმატებთ სხვა მუხლებს - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

პუბლიკა

„წესიერად მოიქცეს თორემ დავუმატებთ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ.” – ამბობს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

ეს განცხადება მან ტელეკომპანია იმედზე სტუმრობის დასასრულს გააკეთა, რის შემდეგაც ჟურნალისტმა შეახსენა, რომ მას ძალიან ბევრი საქმის და განვითარების წლები ელის.

ირაკლი ღარიბაშვილის რეპლიკა მოჰყვა ინფორმაციას, საიდანაც მან შეიტყო, რომ სააკაშვილი ციხიდან ნიკა მელიას ღია წერილით მიმართავს.