WHO-ს ტექნიკური ჯგუფი „სინოფარმის“ ავტორიზაციის საკითხს დღეს განიხილავს - გამყრელიძე

პუბლიკა

დღეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, „სინოფრამის“ ვაქცინის ავტორიზაციის თემა უნდა განიხილონ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე  განაცხადა.

„როგორც მაქვს ოფიციალური და არაოფიციალური ინფორმაცია, დღესაა ჯანმოს ტექნიკური ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც სხვადასხვა საკითხი განიხილება. მათ შორის ეს საკითხიცაა. როგორც ვიცი, ჩინურმა მხარემ წარადგინა დამატებითი დოკუმენტაცია და დღეს უნდა იყოს განხილვა. დაველოდოთ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.