2022 წლის 14 -15 თებერვალს Berlinale Co-Production Market-ის ფარგლებში, რომელიც Frankfurter Buchmesse-თან თანამშრომლობით იმართება, ათ გამორჩეულ წიგნს წარადგენენ „წიგნები ბერლინალეზე“ კატეგორიაში.
გამორჩეულ წიგნებს საერთაშორისო გამომცემლები და ლიტერატურული აგენტები წარადგენენ.
უკვე ცობილია ათი საუკეთესო წიგნი, რომელიც შეირჩა გამომცემლების მიერ და მიჩნეულია საუკეთესოდ ფილმისა თუ სერიალის სცენარად ადაპტირებისთვის.
ათეულში მოხვდა წარმოშობით ქართველი, გერმანულენოვანი მწერალი ნინო ხარატიშვილი წიგნით „Das mangelnde Licht“ ( სინათლის ნაკლებობა).