მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემმა გიორგი გახარიასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილული თემების შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების და, კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მოქმედი მთავრობის რეაგირება ახალი კორონავირუსის პანდემიაზე, უდავოდ სანაქებოა. ჩვენ კლებადი მაჩვენებლების მომსწრენი ვართ. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვია ქვეყანაში დაწესებულმა შემზღუდავმა ზომებმა. ახლა მთავარ გამოწვევად წინასაახალწლო თავყრილობები რჩება. დიდი შრომის შედეგად მოპოვებული წყალში არ უნდა ჩაიყაროს წინასაახალწლო პერიოდში. მთელ ევროპაში შეინიშნება პანდემიური გადაქანცვა. გვესმის ხალხის განცდები, მაგრამ შობა-ახალი წლის წინასწარ მილოცვასთან ერთად მინდა, საქართველოს მოსახლეობას ვუსურვო, უსაფრთხოდ გადაეტანოს ეს დღეები პრინციპით – თუ თავს ვუფრთხილდები ე.ი. ჩემ ირგვლივ მყოფებსაც ვიცავ, რადგან მიყვარს ისინი“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.