წინასწარი მონაცემებით, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 56.11% შეადგინა - ცესკო

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, 20:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხმა 1 970 540 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო რაოდენობის 56.11%-ია.

„ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა კვლავ ქვემო ქართლში – ეს არის  51%, ხოლო ყველაზე მაღალი აქტივობაა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში – 63.8%“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 51.63% იყო.