ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით რუსთავის შუალედურ არჩევნებში 121-ვე საარჩევნო უბანია დათვლილი. წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი შატაკიშვილმა ხმათა 90.61% მიიღო.
„მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ მამუკა ტუსკაძე – 6.952%„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ კამალ მურადხანოვი – 2.429%
ბათუმის ოლქში, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა რამაზ ჯინჭარაძემ გაიმარჯვა. 14-ვე საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ ხმების 31%, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 69% მიიღო.
საქართველოს ორ მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა.