წინასწარი მონაცემებით, მაისში მშპ 25.8%-ით გაიზარდა – საქსტატი

პუბლიკა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 25.8% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელია 11.5%.

საქსტატის ცნობით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში.

„ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება“, – ამბობენ საქსტატში.