ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 12:15 საათის მონაცემებით, 3847 უბნიდან 3294 უბანი აქვს დათვლილი, საარჩევნო უბნების – 85.63%. წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ბარიერი 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა.
მეათე მოწვევის პარლამენტში მოხვედრილ პარტიებს შორის არიან:
- „ქართული ოცნება“ – 48.29%;
- „ენმ – „ძალა ერთობაშია“ – 26.61%;
- „ევროპული საქართველო“ – 3.78%;
- „ლელო“ – 3.24%;
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3.17%;
- „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.16%;
- „გირჩი“ – 3.03%;
- „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1.38%;
- „შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია – 1%.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი პოლიტიკური პარტიებისთვის 1%-ია, შესაბამისად, საბოლოო მონაცემებით შესაძლოა, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ბარიერი ვერ გადალახოს, 1%-ზე მცირედით მეტი აქვს ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებსაც“. საარჩევნო ბარიერს მიღმა დარჩენილ პარტიებს შორის კი, პარლამენტში მოხვედრის შანსი ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობას“ აქვს, რომელსაც წინასწარი მონაცემებით ხმების დაახლოებით 0.85% აქვს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე განსხვავებულია საარჩევნო ბარიერი ბლოკებისთვის. კანონმდებლობით, საარჩევნო ბლოკებისთვის 1%-იანი ბარიერს ემატება იმდენი ერთეული პროცენტი, რამდენი სუბიექტიც არის გაერთიანებული ამ საარჩევნო ბლოკში. მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებელში“ ორი პოლიტიკური სუბიექტია.