წინასწარი მონაცემებით, თბილისის რვავე ოლქში მეორე ტური გაიმართება – როგორ ნაწილდება ხმები

პუბლიკა

ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, 3847 უბნიდან დათვლილია 3803 (98.86%) უბანი.  თბილისის რვავე ოლქში დათვლილია უბნების 90%-ზე მეტი. წინასწარი მონაცემებით, თბილისის რვავე ოლქში მეორე ტური გაიმართება. 

მაჟორიტარ კანდიდატებში ხმები ასე განაწილდა:

მთაწმინდა – თბილისის პირველი საარჩევნო ოლქი (დათვლილია უბნების 93%):

  • „ქართული ოცნება“ – ბექა ოდიშარია – 45.08%;
  • „ევროპული საქართველო“ – შალვა შავგულიძე – 29.28%;
  • „ლელო“– საბა ბუაძე – 8.81%.

ვაკე – თბილისის მე-2 საარჩევნო ოლქში (დათვლილია უნების 92%) ხმები ასე განაწილდა:

  • „ევროპული საქართველო“ – ელენე ხოშტარია – 35.72%;
  • „ქართული ოცნება“ – ნოდარ ტურძელაძე – 42.06%;
  • „ლელო“ – ლევან კობერიძე – 7.52%.

საბურთალო – თბილისის მე-3 საარჩევნო ოლქში (დათვლილია უბნების 92%) ხმები ასე განაწილდა:

  • „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – ელექსანდრე ელისაშვილი – 19.28%;
  • „ქართული ოცნება“ – დავით სერგეენკო – 43.05%;
  • „ლელო “ – ბადრი ჯაფარიძე – 13.79%.

ისანი – თბილისის მე-4 საარჩევნო ოლქში (დათვლილია უბნების 94%) ხმები ასე განაწილდა:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია“ – ხატია დეკანოიძე – 27.15 %;
  • „ქართული ოცნება“ – კახა კახიშვილი – 46.79%;
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – გიორგი ვაშაძე – 13.77%.

სამგორი – თბილისის მე-5 საარჩევნო ოლქში (დათვლილია უბნების 94%) ხმები ასე განაწილდა:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია“ – ლევან ხაბეიშვილი – 39.21%;
  • „ქართული ოცნება“ – სოზარ სუბარი – 45.76%.

დიდუბე-ჩუღურეთი – თბილისის მე-6 საარჩევნო ოლქში (დათვლილია ხმების 91%) ხმები ასე განაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ – გია ვოლსკი – 42.92%;
  • „გირჩი“ – ზურაბ ჯაფარიძე  – 20.91%;
  • ანა დოლიძე – 20.87%.

ნაძალადევი – თბილისის მე-7 საარჩევნო ოლქში 9 (დათვლილია უბნების 96%)  ხმები ასე განაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ – მიხეილ ყაველაშვილი – 43.89%;
  • „ლეიბორისტული პარტია“ – შალვა ნათელაშვილი – 24.98%.

გლდანი – თბილისის მე-8 მაჟორიტარულ ოლქში (დათვლილია უბნების 93%) ხმები ასე განაწილდა:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია“ – ნიკა მელია – 44.07%;
  • „ქართული ოცნება“ – ლევან კობიაშვილი – 42.51%.