წინასწარი შედეგების მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პუტინს საპრეზიდენტო ვადის 2036 წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობას მისცემს, რეფერენდუმის მონაწილეთა 73%-მა დაუჭირა მხარი. ამ დროისთვის დათვლილია ხმათა მეოთხედი.
აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა და რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაამტკიცა. რეფერენდუმის შემდეგ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში პუტინს კიდევ ორი ექვსწლიანი ვადით შეეძლება პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრა, რაც, გამარჯვების შემთხვევაში, მისი ხელისუფლებაში ყოფნის ვადას 2036 წლამდე გაახანგრძლივებს.
რეფერენდუმის წაგების შემთხვევაში პუტინს საპრეზიდენტო ვადა 2024 წელს ეწურება.