საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსი ოკუპანტების მიერს სოფელ კირბალთან, ლომისას ეკლესიის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება.
„ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა არის რთული და რისკების შემცველი. საოკუპაციო ხაზსის შიგნით ტაძართან, ქართული დროშის აღმართვის საპასუხოდ რუსებმა აჭედეს ტაძრის კარი, აკრძალეს მიმოსვლა, უკიდურესად დაიძაბა ვითარება მოსახლეობასთან, ტაძარი დარჩა მიუხედავი დღეს კი სამწუხაროდ მსხვერპლი გვაქვს, “- წერს ის.
მიისვე თქმით, მლეთაში მლეთაში მდებარე ლომისის ტაძართან ანალოგიური ვითარებაა, საოკუპაციო ხაზი სამონასტრო კომპლექსს შუაზე კვეთს და ბერი რომელიც ტაძარს უვლის, ხაზს იქით ცხოვრობს მუდმივი, ასეთივე საფრთხეების ქვეშაა.
„დღევანდელმა ტრაგედიამ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რა დიდ შრომას ეწევიან და რა რისკის ფასად უვლიან ქართულ კერებს სასულიერო პირები, რომლებიც საოკუპაციო ხაზს იქით ტაძრებს უვლიან და მსახურობენ შეიარაღებული რუსული საოკუპაციო ძალების გარემოცვაში.
25-26 ოქტომბერს მომხდარმა ამბებმა და სიუჟეტებმა, რაც მლეთის ტაძარს უკავშირდებოდა, აქაც გაამძაფრა საფრთხეები.
მე როგორც ამ ტაძრის მღვდელმსახური, ვალდებული ვარ მცდელობა არ მოვაკლო, რომ მსგავსი რამ იქ არ მოხდეს და ვფიქრობ დღეს უნდა გავაკეთოთ დასკვნები, ყველა ნაბიჯს მოვეკიდოთ პასუხისმგებლობით, რომ წინდაუხედავმა მოქმედებამ, უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი და შეუქცევადი ზიანი არ მოგვიტანოს, ” – წერს ის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გორის მინიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს, ერთი კი გაიტაცეს.