წირვა ჩატარდება „კი მაგრამ"-ის გარეშე, მაგი როგორ ჩატარდება, ვნახავთ - იაკობი

პუბლიკა

„წირვა ჩატარდება, „კი მაგრამის” გარეშე, მაგი როგორ ჩატარდება ვნახავთ”, – ამბობს ჟურნალისტებთან  ბოდბელი ეპიკოსპოსი იაკობი.

„უნდა დაგვაცადონ, რომ აქ წესრიგზე ვიზრუნოთ, ჩვენ არ ვიცავთ იზოლაციის წესებს? – შეხედეთ 6 კვირაზე მეტია გასული, რაც ყველაფერი დაწყებულია, და ძალიან რომ უნდათ კლასტერი ეკლესიიდან იყოს, და, აბა თუ ვინმეს გადასდებია აქედან.

ჩვენი ეკლესია აკეთებს ძალიან სწორად, ღვთისმსახურებებს რომ არ ცვლის. არავის ვუძახით მოდითო, მაგრამ ხომ ხედავთ ხალხი თვითონ მობრძანდება“,  – ამბობს იაკობი.

შეგახსენებთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს, რომელიც მათი ხელმძღვანელების თქმით „ეხება ყველას, მათ შორის ეკლესიასაც”. ამ რეკომენდაციების მიხედვით ერთ სივრცეში (მათ შორის ეკლესიებში) ადამიანების შეკრება ვირუსის გავრცელების საფრთხეს შეიცავს.