წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვი მოკლეს

პუბლიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის ტყეში, მოქალაქემ  მურა დათვი მოკლა.

მურა დათვი წითელ ნუსხაშია შეტანილი, შესაბამისად, გარემოსთვის მიყენებულია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც 50 000 ლარს შეადგენს.

გამოვლენილი სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გადააგზავნეს.