საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უმსმენენ. ომბუდსმენის მოხსენების შემდეგ დეპუტატებმა მას შეკითხვები დაუსვეს.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ სახალხო დამცველის წინააღმდეგ დღეს უმრავლესობა შემდეგ „მესიჯბოქსს“ იყენებს, რომ ნინო ლომჯარია ებრძვის ეკლესიას და რომ მას სურს ომი.
„საოცრება ხდება დღეს აქ. ორი მესიჯი ჩავარდა „ქართული ოცნების“ ჩატში. ერთი – რომ ეკლესიას ებრძვის სახალხო დამცველი და მეორე – სახალხო დამცველს უნდა ომი. ეს არის, სამწუხაროდ, ის რასაც ბოლო ათი წლის განმავლობაში არა მხოლოდ სახალხო დამცველის წინააღმდეგ, პოლიტიკური ოპენენტების წინააღმდეგაც იყენებს უმრავლეოსბა ამ ბინძურ მესიჯებს.
თუ ვინმემ ავნო ქართულ ეკლესიას, ავნეთ თქვენ ძვირფასო უმრავლეოსობავ. თქვენი ხელისუფლების პირობებში ყველაზე მეტად არის შემცირებული ეკლესიისადმი ნდობა და ეს მოახერხეთ თქვენ, ბინძური მეთოდებით, “- განაცხადა ანი წითლიძე.
მან მოუწოდა უმრავლესობას, რომ უმჯობესია ქვეყანაში არსებული სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებით დაკავდეს.